მთავარი / ჩვენი ექსპერტიზა

ჩვენი ექსპერტიზა

ექსპერტთა გუნდი საფრანგეთში, რომელიც რძის პროდუქტებს აუმჯობესებს

 „ლაქტალის ფუდსერვისის“ პროდუქციის ამბასადორები, კულინარიული მრჩევლები, ნაღების, რძის, კარაქისა და ყველის შესახებ აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას როგორც კვების, ისე საცხობ-საკონდიტრო ინდუსტრიის პროფესიონალებთან.

პროფესიონალი მრჩეველი - მისია, რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს

ჩვენი კულინარიული მრჩევლების გუნდის თითოეულ წევრს განსხვავებული პროფილი და დიდი გამოცდილება აქვს. ისინი მნიშვნელოვან  როლს ასრულებენ შეფმზარეულებთან ურთიერთობასა და პარტნიორობაში – 

კვების პროფესიონალებს, მცხობლებსა და კონდიტერებს, ასევე  კომერციული კვების სპეციალისტებს უზიარებენ კულინარიულ გამოცდილებასა და რძის პროდუქტების სფეროში არსებულ ცოდნას.

ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, ბაზარზე სწორი კომუნიკაციისთვის მუდმივად აკონტროლებენ პროდუქციის პროფესიონალურ ხარისხსა და შესაბამისობას გამოყენების თვალსაზრისით.

პროფესიონალები პროფესიონალებისთვის

თითოეულმა მათგანმა კარგად იცის იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან. ამიტომ მათი, როგორც კულინარიული მრჩევლების, მისიაა, სხვებსაც გაუზიარონ ცოდნა პროდუქტების შესახებ და მისცენ რჩევები.

რძის პროდუქტები რეცეპტების მიხედვით განსხვავებულად მუშავდება.

ამიტომ თითოეული კულინარიული კონსულტანტი პროფესიონალებთან ერთად ცდილობს კონკრეტული პროდუქტის საკუთარი მეთოდით დამუშავებასა და გაუმჯობებებას.