1933 წელს 19 ოქტომბერი Lactalis-ის დასაწყისად ითვლება. ამ დღეს ანდრე ბენიე აწარმოებს თავის პირველ 17 კამამბერს ლავალში 35 ლიტრი რძისაგან, რომელიც ახლომდებარე ადგილებში შეაგროვა. ასე დაიწყო ანდრე ბენიეს კომპანიის დაარსების ისტორია. კოლეგები მის დასახმარებლად მალე შეიკრიბნენ. პირველი ბრენდის სახელი იყო “Le Petit Lavallois” თავისი ემბლემით, შუასაუკუნოვანი ლავალის ნიშნით, რომელიც ხარისხის სინონიმად იქცა.
შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი ანდრე ბენიე მნიშვნელოვნად ავითარებს თავის საქმიანობას 1950–იანი წლების პირველ ნახევარში, რადგან რძის ნაწარმის სექტორი უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ის ამრავალფეროვნებს თავის შეთავაზებას – იწყებს კარაქისა და ნაღების წარმოებას. ზუსტად ისე, როგორც კამამბერის შემთხვევაში, რომელმაც შექმნა ბენიეს კომპანიის რეპუტაცია (რებრენდინგებული როგორც “Le Voyageur”,) ყველა სხვა პროდუქციის წარმოებისას მთავარია ხარისხი. ეს ყველაფერი კი ერთი საერთო მიზნის – სრულყოფილების მისაღწევად.
ამბიციური კაცი, ანდრე ბენიე, იწყებს რძის გაყიდვას და არის ერთ–ერთი პირველი, ვისაც გააქვს ლიტრიანი რძის ბოთლი ბაზარზე ბრენდული სახელით “SSL Le BON Lait”.
1955 წელს ანდრე ბენიეს გარდაცვალების შემდეგ კომპანიას მისი ვაჟი, მიშელი, მემკვიდრეობით იღებს. მამამისივით თავისი სამსახურით გატაცებული მიშელ ბენიე აგრძელებს ოჯახურ სამეწარმეო საქმეებს და ორ წელიწადში აორმაგებს წლიურ ბრუნვას.
წარმატებული ბიზნეს პროექტებით მიშელ ბენიე გადაწყვეტს, გააგრძელოს ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და პოლონეთში, ასევე ეგვიპტესა და იტალიაში – ყველის კიდევ ერთ ქვეყანაში. იწყებს ემბლემურ მოცარელას სექტორს Locatelli–ს შეძენით, რომელიც მოცარელას მესამე უდიდესი ბრენდია ბაზარზე. საფრანგეთში 1990 წელს ორი მსხვილი კომპანია უერთდება ბენიეს ჯგუფს: ისტორიული მეტოქე Bridel და Societe des Caves de Roquefort. 1999 წელს ბენიეს კომპანია იცვლის სახელს და მას ერქმევა Lactalis, რადგან ჩნდება მოთხოვნა, რომ სახელი უფრო მარტივად წარმოსათქმელი იყოს ხუთივე კონტინენტისთვის.
იმავე წელს, ისტორიული ყველის ქარხნის მიმდებარედ, ლავალაში, მიშელ ბენიე საფუძველს უყრის მუზეუმს Andre Besnier Lactopole და ამით პატივს მიაგებს სარძეო მეურნეობის პროფესიას.
ახალი დეკადა იწყება სამწუხარო ამბით – მიშელ ბენიეს გარდაცვალებით, რაც გამანადგურებელი იყო ყველა თანაშრომლისთვის. თუმცა ოჯახი ინარჩუნებს ამ კომპანიას. მას მიიღებს მისი ვაჟი – ემანუელ ბენიე.
მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, რომელიც 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო იყო გამოწვეული, Lactalis Group ინარჩუნებს მყარ ზრდას 2000 წლიდან მოყოლებული. ორივე უდიდესი მოვლენა ხდება 2006 წელს წამყვანი იტალიური ბრენდებით – Galbani და ევროპული ერთობლივი საწარმო გაცივებული რძის პროდუქციისთვის “Nestle”-სთან, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებს, განსაკუთრებით, La Laitiere, დაიბრუნოს მომგებიანი ზრდა.
მომდევნო წელს წამყვანი ხორვატიული რძის ნაწარმის კომპანია Dukat უერთდება Lactalis-ის ჯგუფს.
2011 წელს ლაქტალის ჯგუფი შემოდის საქართველოში. 2016 წლიდან ლაქტალის ჯგუფი ხდება სანტეს წილის მფლობელი.
LACTALIS FOOD SERVICE SOLUTIONS GEORGIA გთავაზობთ რძის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს – უმაღლესი ხარისხის კულინარიულ ინგრედიენტებს გლობალური გამოცდილებით. Მოამზადეთ პროფესიონალურად LACTALIS FOOD SERVICE SOLUTIONS GEORGIA-სთან ერთად. გემო იქმნება ხარისხით!