გალბანი

„გალბანის“ ისტორია ეჯიდიო გალბანმა 1882 წელს კომოს ტბის სანაპიროზე, მამასთან ერთად, ყველის წარმოებით დაიწყო და წარმატებას მალევე მიაღწია. 1936 წელს ამ ბრენდის ქვეშ ხორცპროდუქტების ხაზიც გაერთიანდა და დღემდე უამრავი ადამიანის უცვლელი არჩევანია. „გალბანის“ პოპულარობას განაპირობებს პრიორიტეტები – მაღალი ხარისხი და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინება. მისი პროდუქტების ნამდვილი იტალიური გემო კი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ცხოვრებით ტკბობის განცდას ანიჭებს.