მთავარი / Product / President Professional – გასტრონომიული ნაღები

President Professional – გასტრონომიული ნაღები

📏წონა: 1 ლ

გასტრონომიული ნაღები 35%-იანი ცხიმიანობით
1-ლიტრიანი  შეფუთვა

უდავო არჩევანი კულინარიასა და კონდიტერიაში
ნაღები, რომელიც შეიცავს 35% ცხიმს
გაფართოების კოეფიციენტი – 3 ლიტრი*
შესანიშნავად ინარჩუნებს სტრუქტურას 48 საათის განმავლობაში**
ხავერდოვანი ტექსტურა სოუსებსა თუ კერძებში
სტაბილური პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში
ნაზი გემო, არომატების იდეალური გამტარი
შეინახეთ +4°-დან +6° ტემპერატურაზე 

35%-იანი ნაღები არის იდეალური ინგრედიენტი ყველა შეფისთვის — მზარეულისა და კონდიტერისათვის. გამოირჩევა კრემისებრი ტექსტურითა და მდიდარი გემოთი.
35%-იანი ნაღები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან ნაწილაკებს, რომელიც თქვეფისას ქმნის მყარ ,,ჩონჩხს“ და ინარჩუნებს ჰაერის ბუშტუკებს. მიღებული მასა იდეალურია სოუსებისთვის. 48-საათიანი მდგრადობითა და 3-ლიტრიანი მოცულობით შეუცვლელი პროდუქტია  საკონდიტრო ოსტატებისთვის. ამ ნაღების გამოყენებით თქვენს კერძებს ექნება პროფესიონალური ხარისხი.

თქვენი პარტნიორი საკონდიტრო საქმეში
ცხობის მოყვარულებისთვის 35%-იანი ნაღები ხელს უწყობს კულინარიულ  წარმატებას.
თქვეფისას მისი 3-ლიტრიანი ტევადობა, 48-საათიანი სტაბილურობა და ნაზი  გემო საკონდიტრო ოსტატების შეუცვლელ პროდუქტად აქცევს. ეს ცხიმიანობა გაძლევთ საშუალებას, შექმნათ ჰაეროვანი ტექსტურები, შეინარჩუნოთ მდიდარი და ნაზი გემო. 35%-იანი ნაღები იდეალურია როგორც განაშის, ისე  კრემებისათვის.  ის არის მდგრადობისა და იდეალური კონსისტენციის გარანტი ნებისმიერ რეცეპტში.


აუცილებელი ინგრედიენტი სამზარეულოში
სამზარეულოში Président Professionnel-ის 35%-იანი ნაღები აუცილებელი ინგრედიენტია. ის იდეალურია თერმული დამუშავებისას – განსაკუთრებით მჟავე ინგრედიენტებისა და ალკოჰოლის შერევისას; გლუვი და პრიალა სოუსების მოსამზადებლად.
გრატენებში, ქიშებსა და ჩაშუშულ კერძებში გამოყენებისას ამდიდრებს გემოს  და იდეალურად ერწყმის სხვა ინგრედიენტებს. განსაკუთრებული  მახასიათებლებით, მათ შორის, სითბოსადმი მდგრადობით, შეუცვლელი პროდუქტია ყველა იმ შეფისთვის, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია.