სანტე

სანტე უკვე 25 წელზე მეტია, რაც მომხმარებელზე ზრუნავს. კომპანია დღემდე არ წყვეტს განვითარებას; მუდმივად ითვალისწინებს ხალხის სურვილებსა და საჭიროებებს. ამასთან, მუდმივად ცდილობს, აღადგინოს რძის ტრადიციული პროდუქტები. მათ შორისაა დასალევი მაწონი, გაწურული მაწონი და ა.შ. კომპანიას ხარისხისა და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით არაერთი სერტიფიკატი აქვს მიღებული. დღეისათვის კომპანიის სახელის ქვეშ ერთიანდება 5 ქვებრენდი და სიყვარულითა და ზრუნვით შექმნილი რამდენიმე ასეული სახეობის პროდუქტი. ,,სანტე” ოჯახების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.