მთავარი / Recipe / შოკოლადის პავლოვა

შოკოლადის პავლოვა

ინგრედიენტები

შვეიცარიული მერინგა

  • 400 გ. კვერცხის ცილა
  • 400 გ. თეთრი შაქარი
  • 200 გ. შაქრის ფხვნილი

ბრაუნის ბისკვიტი პეკანის კაკლით

  • 300 გ. პეკანი
  • 250 გ 64%-იანი შავი შოკოლადის გლაზური
  • 300 გ კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 250 გ. კვერცხი
  • 150 გ. ფქვილი T45
  • 325 გ. ყავისფერი შაქარი

შოკოლადის კრემი 64%

  • 750 გ.  ნატურალური რძე ,,სანტინო“
  • 750 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 360 გ. კვერცხის გული
  • 150 გ. შაქრის პუდრა
  • 750 გ. 64%-იანი შავი შოკოლადი

ათქვეფილი ნაღები

  • 1000 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 60 გ. შაქრის ფხვნილი

მომზადების ეტაპები:

 
 
01
ნაბიჯი 1
შვეიცარიული მერინგა

კვერცხის ცილა და თეთრი შაქარი ათქვიფეთ წყლის ორთქლზე 50°C-ზე. გადმოასხით მიქსერის ჯამში და გააგრძელეთ თქვეფა გაცივებამდე.
ძალიან ფრთხილად შეურიეთ შაქრის ფხვნილი. გადაიტანეთ სილიკონის  ფორმაზე. აცხვეთ 80°-ზე მინიმუმ 4 საათის განმავლობაში ვენტილატორიან ღუმელში.

 
 
02
ნაბიჯი 2
პეკანის ბრაუნის ორცხობილა

დაჭერით და ოდნავ მოშუშეთ პეკანის კაკლები (5–10 წუთი 170°C-ზე).
გადაადნეთ შოკოლადი და შეათბეთ. შოკოლადში შეურიეთ რბილი კარაქი.
კვერცხი და ყავისფერი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე და დაუმატეთ შოკოლადისა და კარაქის ნაზავს. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ბოლოს — შემწვარი პეკანი.
მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 170°C-ზე 20 წუთის განმავლობაში.

 
 
03
ნაბიჯი 3
კრემისებრი შოკოლადი (64%)

შეათბეთ რძე და კრემი. დაასხით გათეთრებულ კვერცხის გულებზე.
გააცხელეთ კრემი 84° ტემპერატურამდე.
საჭიროების შემთხვევაში გაწურეთ და დაასხით შავი შოკოლადის გლაზურს.
გახადეთ კრემი ერთგვაროვანი და ჩაასხით ფლექსიპანის ფორმაში.
ზემოდან დადეთ ბრაუნის ბისკვიტი და გააციეთ.

 
 
04
ნაბიჯი 4
ათქვეფილი ნაღები

შეურიეთ შაქრის პუდრა და ნაღები. თქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე. გააერთიანეთ დესერტის დანარჩენ ელემენტებთან.