მთავარი / Recipe / კაპუჩინო – კლასიკური ვარიანტი

კაპუჩინო – კლასიკური ვარიანტი

ინგრედიენტები

  • ყავა (მარცვლები)
  • ,,პარმალატ პროფესიონალის“ რძე

მომზადების ეტაპები:

 
 
01
ნაბიჯი 1
მოამზადეთ ესპრესო

ყავის მარცვლები დაფქვით საფქვავში. თანაბრად დატკეპნეთ ტამპერით. მოამზადეთ ესპრესო წინასწარ გახურებულ ფინჯანში.

 
 
02
ნაბიჯი 2
რძის ქაფი ათქვიფეთ

ჩაასხით ცივი რძე (იდეალურ შემთხვევაში 4°) პიჩერში. ჩადეთ ორთქლის საქშენი. კარგი ემულსიის მისაღებად წნევა უნდა იყოს მინიმუმ 1 ბარი. პროცესის ბოლოს რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70°-ს.

 
 
03
ნაბიჯი 3
დასრულება

როცა რძე აქაფდება, მსუბუქად დაჰკარით მაგიდაზე დიდი ბუშტუკების გასაქრობად. შემდეგ ნაზად შეანჯღრიეთ, რომ რძეს გლუვი და ბზინვარე კონსისტენცია მისცეთ.

 
 
04
ნაბიჯი 4
დასხმა

დასხმა დაიწყეთ ფინჯნიდან 15სმ.-ის სიმაღლიდან, რომ რძე კარგად შეერიოს ყავას. როდესაც ჭიქის ¾ შეივსება, პიჩერი უფრო ახლოს მიიტანეთ ზედაპირის რძის ქაფით დასაფარად.

გამოყენებული პროდუქტები