მთავარი / Recipe / ლიმონის ტარტი ქრამბლის სტილში

ლიმონის ტარტი ქრამბლის სტილში

ინგრედიენტები

ტკბილი ცომი

  • 95 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 60 გ. შაქრის პუდრა
  • 20 გ. ნუშის ფხვნილი
  • 32 გ. კვერცხი
  • 4გ.  ვანილის ექსტრაქტი
  • 160 გ ფქვილი

რამბლი

  • 80 გ. ფქვილი
  • 20 გ. ნუშის ფხვნილი
  • 100 გ. შაქარი
  • 100 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • საჭიროების მიხედვით ვანილის ექსტრაქტი

ლიმნის შანტილი

  • 200 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 20 გ. შაქარი
  • ლაიმის ცედრა

ლიმნის კრემი

  • 250 გ. ლიმნის წვენი
  • 130 გ. შაქარი (N°1)
  • 125 გ. შაქარი (N°2)
  • 250 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 65 გ. კვერცხის გული
  • 250 გ. კვერცხი
  • 25 გ. ფლანის ფხვნილი

მომზადების ეტაპები:

 
 
01
ნაბიჯი 1
ტკბილი ცომი

შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ ვანილი და ცივი კარაქი. ცომი კარგად მოზილეთ, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით, შემდეგ ტარტის რგოლები 8 სმ დიამეტრის ფორმებად დააფინეთ და აცხვეთ 150°C-ზე 25 წუთის განმავლობაში.

 
 
02
ნაბიჯი 2
ქრამბლი

შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ ვანილი, კარაქი და კარგად მოურიეთ. აცხვეთ 150°C-ზე 25 წუთის განმავლობაში. გადადეთ.

 
 
03
ნაბიჯი 3
ლიმნის შანტილი

ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი

 
 
04
ნაბიჯი 4
ლიმნის კრემი

ლიმნის წვენი გააცხელეთ N°1 შაქრის წილთან ერთად. ცალკე აურიეთ კვერცხი, გულები, დარჩენილი შაქარი და ფლანის ფხვნილი. შეურიეთ  ლიმნის წვენს და ხარშეთ კრემის მსგავსად (85°). გააგრილეთ 60°-მდე, თქვიფეთ კარაქთან ერთად, სანამ კრემი არ გათეთრდება. გადადეთ.

 
 
05
ნაბიჯი 5
დასასრული

ტარტის ძირები შეავსეთ ლიმნის კრემით. მოაყარეთ ქრამბლი. დაამატეთ ლაიმის შანტილის ქენელი.