მთავარი / ბლოგი / 9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

ლოიალობა

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

რესტორნების სამყაროში კონკურენცია არ არის მარტივი. ყველა ცდილობს, მომხმარებლის შესაფერისი მრავალფეროვანი მომსახურება ჰქონდეს. აუცილებელია, შექმნა რაღაც ახალი, რითაც გაზრდი მომხმარებლის ლოიალობას. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

როგორია დასწრების ტენდენცია?

ახალი მომხმარებლის მოზიდვა უფრო ძვირი, ვიდრე არსებული კლიენტის შენარჩუნება. ეს უკანასკნელი 36-ჯერ უფრო იაფია (წყარო: adelya.com).
 გადამწყვეტია ერთგული მომხმარებლების ოდენობა, რადგან ისინი საშუალოზე მეტს ხარჯავენ: მათი საშუალო შეკვეთა, ერთჯერად  მომხმარებელთან შედარებით,  10-20%-ით მეტია.

1. მომხმარებლის ერთგულება ჯილდოა

ლოიალობის პროგრამა ან ბარათი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. რაც უფრო ხშირად სტუმრობს მომხმარებელი თქვენს რესტორანს, მით უფრო მეტი შეღავათით უნდა ისარგებლოს. ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები, უფასო სასმელი 10 ვიზიტის შემდეგ ან რაიმე სხვა.

განიხილეთ თქვენი ლოიალობის პროგრამის მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირება, რომ გაამარტივოთ მისი გამოყენება, ადვილად შეაგროვოთ მონაცემები თქვენი სტუმრების თქვენს ობიექტთან კომუნიკაციის შესახებ და უკეთ გაეცნოთ ინტერესებს.

2. სასაჩუქრე ბარათი

ერთგული მომხმარებლების მოსაზიდად კიდევ ერთი გზაა სასაჩუქრე ბარათების შეთავაზება. ამ გზით მომხმარებლებს აქცევთ  თქვენი ბრენდის ელჩებად. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბარათის დიზაინი, რომელიც  შეგიძლიათ შესთავაზოთ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ეს განსაკუთრებით პოპულარულია ახალი წლის პერიოდში  საჩუქრის არჩევისას.

3. ახალი კერძების შეთავაზება

ეს არის მთავარი პუნქტი – შეთავაზების განახლება, რაც აუცილებელია მომხმარებლის ჩართულობის შესანარჩუნებლად.

შეიმუშავეთ თქვენი მენიუ და მუდმივად შესთავაზეთ ახალი კერძები  სეზონურობისა და წლის მოვლენების გათვალისწინებით. გააოცეთ ახალი,  უნიკალური ნამუშევრებით. ამ გზით გააჩინეთ მეტი ინტერესი და სურვილი, გაიგონ, რა ელით შემდეგი სტუმრობისას. სთხოვეთ მომხმარებლებს ხმის მიცემა, რომ მათ შეძლონ საყვარელი კერძების არჩევა. წაახალისეთ  ჩართულობით. ასე დასამახსოვრებელია არა მარტო გემო, არამედ – ემოცია.

4. იზრუნეთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე

რაც მეტია კმაყოფილება, მეტია ლოიალობა. შედეგად თქვენი მომხმარებლები თავად ავრცელებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ – ურჩევენ  დაწესებულებას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, დაწერენ დადებით შეფასებებს. მომხმარებლების შეფასება უმნიშვნელოვანესია. ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მომსახურების გასაუმჯობესებლად. თუ დააკმაყოფილებთ მათს სურვილებს, ისინი ავტომატურად იქცევიან ბრენდის ელჩებად.

5. მოაწყვეთ ღონისძიებები

შესთავაზეთ საღამოს ან დღის ღონისძიებები, რომელთა გამოტოვებაც არ მოუნდებათ. ყოველ დღეს დაარქვით თითო კერძის/დესერტის სახელი. მაგალითად: ორშაბათი – ყველის დღე, სამშაბათი – ხაჭაპურის დღე,  ოთხშაბათი – ჯანსაღი დღე…

არ დაგავიწყდეთ კომუნიკაციის მნიშვნელობა. განათავსეთ პოსტერი თქვენს ფანჯარაზე; აცნობეთ სიახლეები მომხმარებლებს თქვენი ვებსაიტით ან სოციალური ქსელებით.

6. იკონტაქტეთ მომხმარებელთან

მონაცემთა ბაზის საშუალებით თქვენ მუდმივად უნდა გქონდეთ მომხმარებელთან კავშირი. უნდა აცნობოთ აქციების, მარკეტინგული კამპანიებისა და ახალი კერძების შესახებ, რითაც შეინარჩუნებთ/გაზრდით  აუდიტორიის ინტერესს. შექმენით ჯგუფი სოციალურ ქსელებში, შესთავაზეთ კონტენტი…ასეთ დროს აუცილებელია, გქონდეთ ძლიერი ვიზუალური იდენტობა და ბრენდისთვის დამახასიათებელი ხმა, რომ თქვენი შეტყობინებები ადვილად განსხვავდებოდეს სხვისგან. გაეცით პასუხები კომენტარებს, გამოყავით კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციები სანდოობის მოსაპოვებლად. ფრთხილი და საინტერესო კომუნიკაცია არის გასაღები ნდობისა და ჩართულობის  დასამყარებლად.

7. სასიამოვნო მომსახურება

მომსახურება ზუსტად ასახავს რესტორნის მომხმარებელთან დამოკიდებულებას, ეს რესტორნების ბიზნესის საფუძველია.  ქმნის მყარ რეპუტაციას და მომხმარებლის ლოიალობას. უნაკლო მომსახურება აყალიბებს დაწესებულების იდენტობას და ამტკიცებს  კავშირს სტუმრებთან.

იცოდეთ, როგორ მოემსახუროთ და იზრუნოთ თქვენს კლიენტებზე. იყავით ყურადღებიანი ნებისმიერ დროს. შესთავაზეთ მცირე საჩუქარი – ყავა ან მისაყოლებელი. ასეთი  ყურადღება ხელს უწყობს ინფორმაციის ზეპირ გავრცელებას. შესაძლოა, დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვოთ.

8. შეინარჩუნეთ ხარისხი

მუდმივი მომხმარებლისთვის არაფერია იმაზე უსიამოვნო, ვიდრე იმის აღმოჩენა, რომ მისი საყვარელი კერძი აღარ არის ისეთი კარგი, როგორიც მანამდე. ამიტომ აუცილებელია თქვენი პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური ესთეტიკის შენარჩუნება.

9. გაითვალისწინეთ ეს რჩევები

ლოიალობის გაზრდისა და გაძლიერების არაერთი გზა არსებობს.

ზოგიერთი რჩევა მარტივად გასათვალისწინებელია,  ზოგი კი მეტ  ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ თითოეული დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კმაყოფილი მომხმარებელი.

სიახლეები/ტრენდები

საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

6 რჩევა ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კვების სფეროში!

ნარჩენების შემცირება, პლასტმასის შემცირება, ახალი, სეზონური, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია… სამზარეულოში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღების მრავალი ვარიანტი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით სამზარეულოში ენერგოეფექტურობის დანერგვაში.

ნახე სრულად »

ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი განსაკუთრებულად ცვალებადია, ქეითეინგის ბიზნესი საკმაოდ აქტუალურია როგორც რესტორნებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ამ სერვისით სარგებლობა. ქეითერინგის კომპანიების ამჟამინდელი მიზანია, შექმნან მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად ერგება აუდიტორიის სურვილებს.

გთავაზობთ რჩევებს – როგორ გახდეს თქვენი ქეითერინგი მეტად სასურველი და გამორჩეული მომხმარებლისთვის.

ნახე სრულად »