მთავარი / ბლოგი / რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

რჩევები

რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

მიჰყევით ინსტრუქციას!

როგორც სკოლის კვების შეფმზარეული, თქვენი მისიაა, გამოკვებოთ ბავშვები და გააცნოთ მათ ახალი გემოები. გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ ცილის წყაროს აუცილებლობა და რაც შეიძლება მეტი ფერადი, ჯანსაღი, მრავალფეროვანი და სეზონური კერძების არსებობა მენიუში. შედეგით კი ყველა კმაყოფილი უნდა იყოს.

რომელია ბავშვების საყვარელი სასკოლო კერძები და რამდენად შეესაბამება  ეს „საყვარელი საკვები“  სიჯანსაღეს?

I. ათი საყვარელი საკვები, რომელსაც დაწყებითი სკოლის სასადილოებში მიირთმევენ

  1. სახამებლიანი საკვები (კარტოფილი/ფრი, მაკარონი, ბრინჯი)
  2. იოგურტები
  3. პური (68% შემთხვევებში გამოიყენება როგორც შემცვლელი, როცა ძირითადი კერძი არ მოსწონთ ან საკმარისი არ არის)
  4. რძის დესერტები/ნაყინი
  5. ცომეულობა (კრუასანები, ტკბილეული და სხვ.)
  6. ახალი ხილი
  7. ხორციანი კერძები
  8. ნედლი ბოსტნეული (სტაფილო, კიტრი, ჭარხალი და სხვ.)
  9. ყველი
  10. შერეული სალათები

ყველაზე ნაკლებად პოპულარული საკვებია მოხარშული ბოსტნეული, თევზი და ვეგეტარიანული კერძები.  „საყვარელი საკვები“ ყოველთვის არ ნიშნავს ჯანსაღს.

ბავშვებისთვის სასადილო  უპირველესად კომუნიკაციის ადგილია. აქ მეგობრებს ხვდებიან და ამიტომ მოსწონთ კიდეც ეს სივრცე. რაც შეეხება კერძებს, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არ უნდათ აქ ყოფნა. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  მიწოდებული საკვების ხარისხს.

გარდა ამისა, მშობლების აზრით,  მათი შვილი სასადილოში საკმარისად არ ჭამს, რადგან არ მოსწონს იქ შეთავაზებული კერძები, რასაც თავად ბავშვებიც ადასტურებენ.

II. სკოლის სასადილო: თემების განხილვის ადგილი

სასკოლო სასადილოებმა სასიცოცხლო როლი უნდა შეასრულონ ჯანსაღი საკვების კუთხით ცნობიერების ამაღლებაში და გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევას:

 

ჯანმრთელობა: როდესაც ვიცით, რომ ბავშვების 4% და მოზარდების 17% ჭარბწონიანია, შეთავაზებული კერძების კვებითი ღირებულების საკითხი უმთავრესი მნიშვნელობის მატარებელია.

სოციალური პასუხისმგებლობა: სასადილოში უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი საკვები ხელმისაწვდომ ფასად.

საკვები: სასადილოები ორგანული, მაღალი ხარისხის, ადგილობრივი, მოკლევადიანი პროდუქტების გაყიდვის საშუალებაა.

III. კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაიჭრას

სკოლის სასადილოების მოვალეობაა, ისეთ ადგილებად იქცნენ, სადაც სასიამოვნოა კვებაც და შესვენებაც.

მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია კვების მრავალფეროვნება და კვებითი ბალანსი. ისინი სასადილოს ნამდვილ  სკოლად მიიჩნევენ, რომელიც შვილს ახალი კულინარიული ჰორიზონტების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.

ამ კუთხით გიტოვებთ რამდენიმე რჩევას:

1. საკვების ნარჩენების შემცირება

ბავშვების 26% მათთვის მიწოდებულ კერძებს ბოლომდე მიირთმევს, თუმცა საკითხი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმის მიხედვით, რა ტიპის საკვებია და როგორაა მომზადებული.

2. ულუფების კორექტირება

ბავშვების 25% თვლის, რომ მათ საკმარისი საკვები არ მიეწოდებათ, რაც ხსნის პურის, როგორც საკვების შემცვლელის, მასობრივ გამოყენებას.

3. საკვებში უნდა იყოს საკმარისი ოდენობის საჭირო ნივთიერებები

თითოეულ ბავშვს, მისი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, აქვს განსხვავებული კვებითი მოთხოვნილებები. ეს უნდა გავითვალისწინოთ და  ყველას შესთავაზოთ დაბალანსებული კვება.

მაგალითად, დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა შაქრის მიღება. ამიტომ ეს უნდა იყოს მორგებული ასაკობრივ ჯგუფებს:  4-დან 7 წლამდე ასაკში –  დღეში 60 გრამი, 8-დან 17 წლამდე ასაკში – დღეში 100 გრამი.

4. შესთავაზეთ ხარისხიანი პური

პურის მიღებით ორ მთავარ პრობლემას ვაწყდებით: შაქრის ჭარბი რაოდენობა  და გლუტენი. საკვებს, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენება. სასადილოებმა უნდა შეძლონ, შესთავაზონ  ხორბლისგან დამზადებული პური, რომელშიც გლუტენი ნაკლებადაა და, შესაბამისად, ორგანიზმისთვის ბევრად უფრო ადვილად მოსანელებელია.

5. ბოსტნეულის, თევზისა და ვეგეტარიანული კერძების უფრო სასურველად ქცევა

სანელებლებითა და გარნირებით ბოსტნეული და თევზი  შეგიძლიათ უფრო საყვარელ ულუფად აქციოთ.  შესთავაზეთ ღუმელში შემწვარი ბოსტნეული ან ყვავილოვანი კომბოსტოს სტეიკები.

6. დარწმუნდით, რომ დრო კვებისთვის საკმარისია

კვებითი ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანია საკმარისი დრო კვებისთვის. ბავშვმა ჭამა ზეწოლის გარეშე უნდა შეძლოს. სტრესის ქვეშ მიღებულ საკვებს ორგანიზმი ცუდად ითვისებს. ხშირად სწორედ დროის ნაკლებობაა ის კრიტერიუმი, რის გამოც ბავშვები ვერ ნაყრდებიან.

ამრიგად, იმისათვის, რომ სკოლის სასადილო აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს, რომლითაც ბავშვთა კვება ხასიათდება, ყურადღება უნდა მიექცეს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს.  

სიახლეები/ტრენდები

საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

6 რჩევა ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კვების სფეროში!

ნარჩენების შემცირება, პლასტმასის შემცირება, ახალი, სეზონური, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია… სამზარეულოში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღების მრავალი ვარიანტი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით სამზარეულოში ენერგოეფექტურობის დანერგვაში.

ნახე სრულად »

ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

რესტორნების სამყაროში კონკურენცია არ არის მარტივი. ყველა ცდილობს, მომხმარებლის შესაფერისი მრავალფეროვანი მომსახურება ჰქონდეს. აუცილებელია, შექმნა რაღაც ახალი, რითაც გაზრდი მომხმარებლის ლოიალობას. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

ნახე სრულად »

ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი განსაკუთრებულად ცვალებადია, ქეითეინგის ბიზნესი საკმაოდ აქტუალურია როგორც რესტორნებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ამ სერვისით სარგებლობა. ქეითერინგის კომპანიების ამჟამინდელი მიზანია, შექმნან მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად ერგება აუდიტორიის სურვილებს.

გთავაზობთ რჩევებს – როგორ გახდეს თქვენი ქეითერინგი მეტად სასურველი და გამორჩეული მომხმარებლისთვის.

ნახე სრულად »