მთავარი / ბლოგი / ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

რჩევები

ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის  ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად.  გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

როგორ ათქვიფოთ ნაღები?

Président Professionnel-ის 35%-იანი  ნაღების ათქვეფა სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ: სიფონით, ხელის სათქვეფით, ელექტრო მიქსერით ან თუნდაც ნაღების აპარატით…

ნაღების ათქვეფის გასამარტივებლად, თხევადი ნაღების ჩასხმამდე, რომელიც გაციებულია 4°C-მდე, მიქსერის თასი ან კონტეინერი 15 წუთით გააციეთ. ნაღები პროფესიონალურ მიქსერზე საშუალო სიჩქარით თქვიფეთ მანამ, სანამ  საკმარის კონსისტენციას არ მიაღწევს. მისი მოცულობა მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს, ჰქონდეს პრიალა ფერი და გლუვი ტექსტურა.

ნაღების კრემი – აუცილებელი ინგრედიენტი კვების სფეროში

ათქვეფილი ნაღები ძირითადად ორი მიზნით გამოიყენება –  შესარევად, მაგალითად, დესერტებში, როცა ის ჯერ კიდევ რბილია, ან ულუფის მოსართავად, რადგან უფრო მყარი ტექსტურა აქვს. იმისათვის, რომ კრემი არ შედედდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია მიქსერის სიჩქარის კონტროლი და ის, რომ ჯამი ძალიან ცივი იყოს. დროის სწორად განაწილება წარმატების გასაღებია – მაქსიმალური მოცულობის მიღება და იდეალური ტექსტურის მქონე ლამაზი კრემის დამზადება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ნაღების ათქვეფა კვების პროცესორის ან მიქსერის გამოყენებით

ეს ყველაზე ხშირად გამოყენებული და სწრაფი მეთოდია. საშუალებას იძლევა, კარგად აკონტროლოთ ტექსტურა, მარტივად გამოიყენოთ და მოამზადოთ დიდი რაოდენობა. თუმცა, ფრთხილად იყავით, აპარატთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ ზუსტი დრო (რომელიც განსხვავდება მიქსერის თითოეული ბრენდისა და თითოეული ტიპის კრემისთვის) თქვენი კრემის ტექსტურის გასაკონტროლებლად. ყურადღებით აკონტროლეთ მიქსერის სიჩქარე და თასის ტემპერატურა.

პატარა რჩევა: თხელი კრემის გამოსწორება შესაძლებელია ათქვეფილი ნაღების დამატებით.

ნაღების ხელით თქვეფა

ხელით ნაღების თქვეფა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

ეს მეთოდი დიდი რაოდენობით მომზადებისა და შედეგის ერთგვაროვნების საშუალებას არ იძლევა. თუმცა მას აქვს უპირატესობა, მცირე აღჭურვილობაა საჭირო – მხოლოდ სათქვეფი და ძალიან ცივი ჯამი. ასე კრემის კონსისტენციის კონტროლი უფრო ადვილია – პროდუქტს გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, უკეთ აკონტროლოთ სასურველი ტექსტურა.  

დაზოგე დრო — შეგიძლიათ კრემის თქვეფა დაიწყოთ ხელის ბლენდერით და შემდეგ დაასრულოთ ხელით (ან მიქსერით).

ნაღების ათქვეფა სიფონით

ეს ტექნიკა ძირითადად გამოიყენება სარესტორნო დესერტების მოსამზადებლად, რომლებიც თეფშებზე ან ვერინებშია მოთავსებული.  სიფონის გამოყენება ასევე შესაძლებელია მარილიანი ათქვეფილი ნაღების შესათავაზებლად.

სიფონით ათქვეფილ ნაღებს აქვს უპირატესობა –  თქვენი უნარების დონის მიუხედავად სწრაფად და მარტივად გამოსაყენებელია. ასევე შესაძლებელია თქვენი კრეატიულობის წარმოჩენა. სიფონის ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ არ არის მდგრადი და ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას.

საჭიროა ისეთი სიფონი, რომელიც ცივად ინახება და გაზის კარტრიჯები (ერთი ლიტრი ნაღების ათქვეფისთვის დაახლოებით ორი კარტრიჯი დაგჭირდებათ).

ნაღების ათქვეფა ნაღების აპარატით

ეს ტექნიკა შესაფერისია ძალიან დიდი წარმოებისთვის, რადგან ბევრის მომზადება ერთად შეიძლება. ხელს უწყობს მასშტაბურ წარმოებას და გემოს შესაძლო ვარიაციის საშუალებასაც იძლევა. იდეალურია ლამაზი დეკორაციების შესაქმნელად კრემის შემდგომი დამუშავებისათვის დამატებითი აღჭურვილობის გარეშე (სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, სადაც საჭიროა კრემის პარკი).

ათქვეფილი ნაღების აპარატს სჭირდება საფუძვლიანი გაწმენდა და მნიშვნელოვანი ადგილი საწარმო სივრცეში, წარმოშობს მნიშვნელოვან  ხარჯებს. სხვა ნაკლოვანებებს შორისაა ის ფაქტი, რომ ყოველთვის კარგად არ ინარჩუნებს ფორმას და მისი პოტენციური გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია.

თუ გაქვთ კარგი ინგრედიენტები, თქვეფის კარგი ტექნიკა, სწორი აღჭურვილობა, ორიგინალური და გემრიელი რეცეპტების იდეები, ათქვეფილი ნაღები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი მენიუს სხვადასხვა ტიპის ულუფისთვის მთელი წლის განმავლობაში.

სიახლეები/ტრენდები

საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

6 რჩევა ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კვების სფეროში!

ნარჩენების შემცირება, პლასტმასის შემცირება, ახალი, სეზონური, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია… სამზარეულოში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღების მრავალი ვარიანტი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით სამზარეულოში ენერგოეფექტურობის დანერგვაში.

ნახე სრულად »

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

რესტორნების სამყაროში კონკურენცია არ არის მარტივი. ყველა ცდილობს, მომხმარებლის შესაფერისი მრავალფეროვანი მომსახურება ჰქონდეს. აუცილებელია, შექმნა რაღაც ახალი, რითაც გაზრდი მომხმარებლის ლოიალობას. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

ნახე სრულად »

ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი განსაკუთრებულად ცვალებადია, ქეითეინგის ბიზნესი საკმაოდ აქტუალურია როგორც რესტორნებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ამ სერვისით სარგებლობა. ქეითერინგის კომპანიების ამჟამინდელი მიზანია, შექმნან მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად ერგება აუდიტორიის სურვილებს.

გთავაზობთ რჩევებს – როგორ გახდეს თქვენი ქეითერინგი მეტად სასურველი და გამორჩეული მომხმარებლისთვის.

ნახე სრულად »