მთავარი / ბლოგი / საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

სენდვიჩები

საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

თქვენი საცხობი პროდუქტების გამრავალფეროვნებისთვის ჩვენ საუკეთესო ტენდენციებს გიზიარებთ

 

კლასიკური ლორისა და კარაქის სენდვიჩი ისეთივე პოპულარულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამის გარდა გვაქვს არაერთი სიახლე. ბაგეტის სენდვიჩი თავიდან აწონებს ხალხს თავს და მისი არაერთი დახვეწილი ვარიაციაც არსებობს. 

თქვენი საცხობი პროდუქტების გასაახლებლად და სტუმრების გასაოცებლად გიზიარებთ საუკეთესო სენდვიჩების სახეობებს მსოფლიო მასშტაბით.

აზიური ვარიანტები

აზიური სამზარეულო ნამდვილი სიამოვნებაა.

1. ვიეტნამური ბანჰ მი

ხრაშუნა ბაგეტში მომზადებული ეს სენდვიჩი სავსეა ხორცით (საქონლის ან ღორის) უმი ბოსტნეულითა (სტაფილო, სალათის ფურცელი, ქინძი) და ცხარე სოუსით.

„ბანჰ მი“ ითარგმნება, როგორც „ხორბლის პური“ ან „სენდვიჩის პური“. ეს სენდვიჩი ვიეტნამში ბაგეტის შემოსვლასთან ერთად გამოჩნდა და მას „ბანჰ თაი“ უწოდეს, რაც „დასავლელების პურს“ ნიშნავს. იმ დროს ეს მართლაც ძალიან ძვირი ღირდა და ამიტომ დემოკრატიზაციამდე ევროპელი კოლონიზატორებისთვის იყო განკუთვნილი.

2. იაპონური კაცუ სანდო

კიდევ ერთი ცნობილი აზიური სენდვიჩი იაპონურია. ტერმინი „სანდო“, საიდანაც მისი სახელწოდება წარმოიშობა, იაპონურად სიტყვა. „სენდვიჩის“ კნინობითი ფორმაა, ხოლო „კაცუ“ ინგლისური სიტყვა „კატლეტიდან“ მომდინარეობს. დამზადებულია ჰოკაიდოს პურისგან. ივსება შემწვარი ხორცით (ქათმის ან ღორის) ან კვერცხის, მაიონეზისა და ხახვის ნარევით და მიირთმევენ სტაფილოსთან და წითელი კომბოსტოს მწნილთან ერთად.

ამ სენდვიჩისთვის იაპონელები, როგორც წესი, პურს აშორებენ ქერქს, რომ  მხოლოდ ყველაზე რბილი ნაწილი დარჩეს. პურის გარეთა ნაწილს კი სხვა რეცეპტისთვის იყენებენ.

3. ჩინური ბაო ბურგერი

ჩინეთში ბაო ბურგერებს დიდი ადგილი უჭირავს სენდვიჩების ნაწილში.  ეს არის ბრიოშის ფუნთუშები, რომლებიც მზადდება ბრინჯის ფქვილით, შემდეგ ორთქლზე იხარშება და ხორცითა და ბოსტნეულით ივსება სოუსების გარეშე.

პატარა ბაო ბუნი (ან ბაოზი, რომელიც მომდინარეობს ჩინური ზმნიდან და  „შეფუთვას“ ნიშნავს) ან მანტოუ (სამხრეთით), ლეგენდის თანახმად, თვრამეტი საუკუნის წინ ჩინეთის სამხრეთში გაჩნდა. სინამდვილეში, სამხედრო სტრატეგმა ჟუგე ლიანგმა, რომელსაც თავისი ჯარისკაცების გადარჩენა სურდა, გამოიგონა ღორისა და საქონლის ხორცით სავსე ეს პატარა ფუნთუშა.

ჩრდილოეთ ამერიკის მემკვიდრეობა

1. ჰამბურგერი

დაივიწყეთ კლასიკური ჰამბურგერი, ამერიკის კონტინენტზე კიდევ ბევრი სხვა განსაკუთრებული კერძია აღმოსაჩენი.

მართალია, ჰამბურგერი ამერიკული კულტურის სიმბოლოა, თუმცა სინამდვილეში გერმანულია და მისი სახელი ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე პორტის ქალაქ ჰამბურგიდან მომდინარეობს  (გერმანულად „ჰამბურგი“). თავდაპირველად ეს იყო სტეიკი სოუსებით.

2. ლობსტერის რულეტები

აქ შეგიძლიათ გასინჯოთ წვნიანი ლობსტერის რულეტები – ახალი ლობსტერი, მაიონეზში შეზავებული სალათის ფურცლები და ბრიოშის ფუნთუშა (ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგის ფუნთუშა).

1930-იან წლებში Perry’s French Fries Bar-ს გაუჩნდა იდეა, ტრადიციული ჰოთ-დოგის ძეხვი ლობსტერით ჩაენაცვლებინა (მენის შტატი ზღვის პროდუქტებით არის ცნობილი). ეს სენდვიჩი შემდგომში კვებეკში Guédille-ის სახელით იყო ცნობილი. დროთა განმავლობაში მან მოახერხა თავისი ადგილის დამკვიდრება ჩრდილოეთ ამერიკის ქუჩის საკვებში და ფრანგულ ბაზარზეც კი შეაღწია.

3. პასტრამის სენდვიჩი

არ დაგვავიწყდეს იდეალური პასტრამი, ნიუ-იორკის დელიკატესების ძირითადი კერძი – საქონლის შებოლილი ხორცი, გამდნარი ჩედარის ყველი, წითელი კომბოსტოსა და ჭარხლის კოულსლოუ. და ეს ყველაფერი დაბრაწული პურის ორ ნაჭერს შორისაა მოთავსებული.

პასტრამი მზადდება საქონლის მკერდით, რომელიც დაბალცხიმიანია. დაბალ ტემპერატურაზე დამარინადებული და შემდეგ მოხარშული საქონლის მკერდი სენდვიჩებისთვის ნაზი, რბილი და არომატული პასტრამის ნაჭრებს მოგცემთ!

4. ბეიგელი

არ შეგვიძლია გამოვტოვოთ ცნობილი ბეიგელი კანადიდან. ეს მრგვალი ფუნთუშები სავსეა კრემყველით, შებოლილი ორაგულით, ხახვით ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტით.

ბეიგელი ამერიკული არ არის. ამ პატარა პურს ორი ისტორია აქვს. პირველი ის, რომ ის აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთში გაჩენილა და ახალნამშობიარები ებრაელი თემის ქალებისთვის უჩუქებიათ. მეორე ისტორია კი ლეგენდადაა ქცეული –  ეს იყო ვენელი მცხობლის ხარკი მეფე იოანე III სობიესკისათვის. ამ გზით მადლობას უხდიდა ქალაქის თურქთა შემოსევისგან გადარჩენისთვის. ამრიგად, ეს მრგვალი ფორმა მეფის უზანგების გამოსახულება უნდა იყოს.

ხმელთაშუა ზღვის სენდვიჩები

სეზამის კრემი, შემწვარი წიწაკა, ტკბილი კარტოფილი, კომბოსტო და ბადრიჯანი, აიოლის სოუსი, ძაძიკი – შესაძლებლობები უსასრულოა. ეს ის კულტურაა, სადაც სენდვიჩი ფართოდ არის გავრცელებული. აქ  ჯერ კიდევ ბევრი რეცეპტის აღმოჩენაა შესაძლებელი.

1. იტალიური ფოკაჩები

ფოკაჩა იტალიური ბრტყელი პურია, რომელსაც სხვადასხვა ვარიაცია აქვს. ხშირად სენდვიჩის მსგავს ფორმას იღებს. შუაზე გაჭრილი და შემდეგ მორთული ფოკაჩია იტალიური კერძია, რომელმაც სახელი გაითქვა ფრანგულ ბაზარზე. ისე კი ძველ რომში გაჩნდა. მისი სახელი იყო „ panis focacius “, რადგან ეს იყო პური („panis“), რომელიც კერაზე იწვებოდა („focacius“ ლათინური სიტყვა წარმოებულია სიტყვიდან „focus“, რაც „ კერას “ ან „ საცხობ ადგილს “ ნიშნავს).

2. თურქული ქაბაბები

პოპულარული ქაბაბის წარდგენა საჭირო არ არის. ეს სენდვიჩი შედგება შამფურზე შემწვარი ხორცითა და უმი ბოსტნეულით სავსე პურისგან, რომელსაც კარტოფილ ფრისთან ერთად მიირთმევენ.

არ დაგავიწყდეთ ბერლინერი ქაბაბიც, რომელიც მეტი ბოსტნეულის შემცველობის გამო ჯანსაღ ალტერნატივად ითვლება.

თურქული სენდვიჩი 1970-იან წლებში ევროპაში, კერძოდ, ბერლინში,   „დონერ ქაბაბის“ (მბრუნავი გრილი) სახელით გახდა პოპულარული.აქ მცხოვრებ თურქს პურის, შამფურზე მომზადებული ხორცისა და ბოსტნეულის შერევის იდეა გაუჩნდა. ამ სენდვიჩმა მას შემდეგ ბევრი ადამიანის გული მოიგო,  როგორც ჰამბურგერმა ან ლორისა და კარაქის სენდვიჩმა.

3. ბერძნული სუვლაკი

მისი ისტორია ძველი საბერძნეთიდან მოდის.

სუვლაკი ბერძნულად შამფურს ნიშნავს.

ტურიზმით გამოწვეულ განსხვავებულ დიეტურ შეზღუდვებთან და თან წაღების სერვისის ახალ ტენდენციასთან ადაპტაციის მიზნით, ღორის ხორცი შეიძლება სხვა ხორცით ჩანაცვლდეს.

4. ახლო აღმოსავლური ფალაფელები

მწვანილებითა და სანელებლებით არომატიზებულმა ამ ტრადიციულმა ბურთულებმა ვეგეტარიანელების გულები მოიგო. სენდვიჩის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტას პური, ფალაფელი და უმი ბოსტნეული. ამ ახლო აღმოსავლური  ბურთულების წარმოშობა გარკვეულწილად გაურკვეველია, მაგრამ, როგორც ჩანს, ქრისტიანები ეგვიპტეში მარხვის დროს 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიირთმევდნენ. ახლა პოპულარულია მრავალ ქვეყანაში: ლიბანში, ისრაელში, ეგვიპტეში, თურქეთში, იორდანიაში, პალესტინაში, სირიაში, ერაყსა და ირანშიც კი.

სენდვიჩები ყველა კატეგორიის გემოვნებას ერგება, სტუდენტებიდან დაწყებული მუშებით დამთავრებული, ტკბილი და მარილიანი კერძების მოყვარულებიდან დაწყებული ცხარე სოუსების მოყვარულებით დამთავრებული. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სენდვიჩებს ნამვილად დიდი მომავალი აქვს.

სიახლეები/ტრენდები

რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

6 რჩევა ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კვების სფეროში!

ნარჩენების შემცირება, პლასტმასის შემცირება, ახალი, სეზონური, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია… სამზარეულოში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღების მრავალი ვარიანტი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით სამზარეულოში ენერგოეფექტურობის დანერგვაში.

ნახე სრულად »

ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

რესტორნების სამყაროში კონკურენცია არ არის მარტივი. ყველა ცდილობს, მომხმარებლის შესაფერისი მრავალფეროვანი მომსახურება ჰქონდეს. აუცილებელია, შექმნა რაღაც ახალი, რითაც გაზრდი მომხმარებლის ლოიალობას. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

ნახე სრულად »

ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი განსაკუთრებულად ცვალებადია, ქეითეინგის ბიზნესი საკმაოდ აქტუალურია როგორც რესტორნებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ამ სერვისით სარგებლობა. ქეითერინგის კომპანიების ამჟამინდელი მიზანია, შექმნან მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად ერგება აუდიტორიის სურვილებს.

გთავაზობთ რჩევებს – როგორ გახდეს თქვენი ქეითერინგი მეტად სასურველი და გამორჩეული მომხმარებლისთვის.

ნახე სრულად »