მთავარი / Recipe / გაყინული დესერტი

გაყინული დესერტი

ინგრედიენტები

რძის ყვავილის ნაყინი

  • 565 გ. ,,სანტეს“ რძე
  • 35 გ. 0%-იანი რძის ფხვნილი
  • 140 გ. შაქარი
  • 60 გ. ატომიზებული გლუკოზა
  • 200 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 5 გ. ნაყინის სტაბილიზატორი

დულსე დე ლეჩე

  • 200 გ.  ,,სანტეს“ რძე
  • 200 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 130 გ. თაფლი
  • 70 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 1 ც.  ვანილის ჩხირი
  • 2 გ. ფლერ-დე-სელი (ფრანგული ზღვის მარილი)

დულსე დე ლეჩეს ნაყინი

  • 240 გ. ,,სანტეს“ რძე
  • 190 გ. დულსე დე ლეჩეს მურაბა
  • 18 გ. კვერცხის გული
  • 60 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 0.5 გ. სუპრაგუმი
  • 3 გ. შაქარი

ჯოკონდის ბისკვიტი

  • 30 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 150 გ. ნუშის ფქვილი
  • 150 გ. შაქრის ფხვნილი
  • 35 გ. ფქვილი
  • 200 გ. მთლიანი კვერცხი
  • 190 გ. კვერცხის ცილა
  • 58 გ. თეთრი შაქარი

ხრაშუნა აფუებული ბრინჯის დულსი

  • 60 გ. გაფუებული ბრინჯი
  • 80 გ. ფოიტიენი – კარამელიზირებული ვაფლის ნატეხები
  • 140 გ. დულსის შოკოლადი

თეთრი ფლოკა

  • 200 გ. თეთრი შოკოლადი
  • 100 გ. კაკაოს კარაქი

მომზადების ეტაპები:

 
 
01
ნაბიჯი 1
რძის ყვავილის ნაყინი

ქვაბში გააცხელეთ რძე და რძის ფხვნილი. 35°-ზე დაუმატეთ ატომიზებული შაქრისა და გლუკოზის ნარევი, შემდეგ ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“ 35%-იანი ნაღები. 45°-ზე დაუმატეთ სტაბილიზატორი, რომელიც ცოტა შაქართან არის შერეული. მიიყვანეთ ადუღებამდე. დააბლენდერეთ და გააგრილეთ.

 
 
02
ნაბიჯი 2
დულსე დე ლეჩე

ქვაბში აადუღეთ რძე, ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“ 35%-იანი ნაღები, ვანილის ჩხირი და თაფლი. ამოიღეთ ვანილის ჩხირი. მომზადების შემდეგ დაუმატეთ ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“ კარაქი და მარილი. დააბლენდერეთ და შედგით მაცივარში.

 
 
03
ნაბიჯი 3
დულსე დე ლეჩეს ნაყინი

ქვაბში გააცხელეთ რძე და დულსე დე ლეჩე. დაუმატეთ კვერცხის გული,  ადუღეთ. შემდეგ – წინასწარ ადუღებული შაქარი, სუპრაგუმი და გააცხელეთ. გაალღვეთ ნარევი ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“ 35%-იანი ნაღებით. დააბლენდერეთ და გააციეთ. ურიეთ.

 
 
04
ნაბიჯი 4
ჯოკონდის ბისკვიტი

მიქსერის თასში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, შაქრისა და ნუშის ფხვნილი. დაუმატეთ ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“  გამდნარი კარაქი. სხვა თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქრის პუდრასთან ერთად შეურიეთ. სათქვეფით აურიეთ ათქვეფილი ცილა და წინა ნარევი. გადაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 210°C-ზე. ამოჭერით 4 სმ. დიამეტრის საჭრელით.

 
 
05
ნაბიჯი 5
ხრაშუნა აფუებული ბრინჯის დულსი

გაადნეთ დალსის შოკოლადი, შემდეგ დაუმატეთ აფუებული ბრინჯი და ფეილეტინის ფანტელები. 8 სმ დიამეტრის საჭრელით ამოჭერით 20-გრამიანი ფორმები.

 
 
06
ნაბიჯი 6
თეთრი ფლოკა

ყველა ინგრედიენტი გაადნეთ.

 
 
07
ნაბიჯი 7
ჩანართის მომზადება

4 სმ. დიამეტრის ნახევარსფეროსებრ ფორმაში შუაზე მოათავსეთ დულსე დე ლეშეს ნაყინი. გაყინეთ. ფორმის მეორე ნახევარი დულსე დე ლეშეთი შეავსეთ, შემდეგ კი ბისკვიტი დაუმატეთ. გაყინეთ. ფორმიდან ამოიღეთ.

 
 
08
ნაბიჯი 8
აწყობა

ფლერ დე ლეს ნაყინი ჩაასხით ფორმაში, დაუმატეთ ხრაშუნა აფუებული ბრინჯი დალსი. შემდეგ დაუმატეთ მეტი ფლერ დე ლეს ნაყინი და კარგად გააბრტყელეთ. გაყინეთ, ამოიღეთ ფორმიდან. შეაფრქვიეთ დესერტს თეთრი ნაზავი. ხრაშუნა წვეთი დისკზე მოათავსეთ.