მთავარი / ბლოგი / ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

ქეითერინგი

ქეითერინგის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, გაიგეთ, როგორ უნდა იყოთ გამორჩეულები!

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი განსაკუთრებულად ცვალებადია, ქეითეინგის ბიზნესი საკმაოდ აქტუალურია როგორც რესტორნებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ამ სერვისით სარგებლობა. ქეითერინგის კომპანიების ამჟამინდელი მიზანია, შექმნან მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად ერგება აუდიტორიის სურვილებს.

გთავაზობთ რჩევებს – როგორ გახდეს თქვენი ქეითერინგი მეტად სასურველი და გამორჩეული მომხმარებლისთვის.

1. განსაზღვრეთ, ვინაა სამიზნე აუდიტორია და რა არის თქვენი მიზანი?

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, ქეითერინგი თქვენი ძირითადი საქმიანობა თუ  ბიზნესის  ნაწილი. ეს არის გატანის/მიტანის სერვისი თუ რაიმე უფრო ფართო პაკეტი?

მეორე – იმისთვის, რომ თქვენი შეთავაზება იყოს უნიკალური, უნდა განსაზღვროთ, ვის მოემსახურებით (ფიზიკურ პირებს, პროფესიონალებს, სპეციალურ ღონისძიებებს, როგორიცაა: ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები…).

და ბოლოს, უნდა განსაზღვროთ თქვენი კონცეფცია – რით გამოარჩევთ თავს  კონკურენტებისგან (ინოვაციური კონცეფცია, სპეციფიკური სამზარეულო, ინდივიდუალური შეთავაზება; მაღალი დონის თუ ხელმისაწვდომი პოზიციონირება).

კონცეფციის რამდენიმე იდეა თქვენი სერვისის პოზიციონირებისთვის:

ვეგეტარიანული, ჯანსაღი ან თუნდაც დიეტური სამზარეულო (ვეგანური, პალეო, დაბალი გლიკემიური ინდექსის, გლუტენის გარეშე, ლაქტოზის გარეშე და ა.შ.).

საუზმეები/ბრანჩები, პიკნიკები…

მსოფლიო სამზარეულო (ჩინური, ბრაზილიური, მექსიკური, იაპონური, იტალიური და ა.შ.)

ადგილობრივი, ორგანული და სეზონური პროდუქტები, რომ განსხვავდებოდეთ ტრადიციული შეთავაზებებისგან.

2. შეუქმენით მომხმარებლებს მოგონებები სასიამოვნო გამოცდილებით

საკვების შეთავაზება არ გულისხმობს მხოლოდ ჭამას. ეს არის გამოცდილება, ემოცია, რომელიც ქმნის კავშირს თქვენს ობიექტთან. ასე რომ, შესთავაზეთ სტუმრებს ნამდვილი კულინარიული შოუ: მოამზადეთ სტუმრებთან ერთად, უჩვენეთ მზადების ხელოვნება და ტექნიკები – ყველა ეს აქტივობა თქვენს ივენთს სანახაობრივად გადააქცევს, რაც სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა.

რამდენიმე იდეა აქტივობებისთვის:

სპრიც-ბარი;

რიზოტო პარმეზანის ბორბალზე;

თევზის ან ხორცის დაჭრის სცენა;

შოკოლადის ფონდიუ;

დესერტების მზადება (ტირამისუ, მილფეი და ა.შ.)…

3. ყურადღება გაამახვილეთ ესთეტიკაზე

სოციალური მედიის ეპოქაში ესთეტიკა დიდ როლს თამაშობს და თქვენი პოტენციური კლიენტების ყურადღების მიპყრობას უწყობს ხელს. აირჩიეთ რეტრო სტილი და ვინტაჟური ჭურჭელი.

4. გაითვალისწინეთ სეზონები

მომხმარებლისთვის თქვენი ბიზნესის შეთავაზებისას მნიშვნელოვანია, განვითარდეთ სეზონების მიხედვით. მაგალითად, ზაფხული ხშირად მწვადისა და გრილის სეზონს ნიშნავს! თბილი ამინდის დაბრუნებასთან ერთად  გრილზე შემწვარ კერძებზე გაამახვილეთ ყურადღება – შესთავაზეთ ხორცის, თევზის ან თუნდაც ბოსტნეულის ლამაზი ნაჭრები. გაუმასპინძლდით თქვენს სტუმრებს ყველით – გამდნარი მოცარელას ლამაზი ბურთით ან შემწვარი კამამბერით, ახლად შემწვარი ცხვრის ყველით ცოტაოდენი თაფლითა და ორეგანოთი.

ტკბილეულის მოყვარულებს გაუმასპინძლით ნაყინით, რომელსაც გრილზე შემწვარი ატმითა და გარგარით მორთავთ. ნაყინი ზაფხულის აუცილებელი კერძია, იქნება ეს ტოპინგით თუ ზემოთ მითითებული ვარიანტით. ასე რომ, წარმატება გარანტირებულია!

5. მიმდინარე მოვლენებთან თანხვედრა

ქვეყანაში არსებული მოვლენები უნდა აქციოთ თქვენი კულინარიის, როგორც კერძების, ისე დესერტების, არა მხოლოდ მენიუში შეტანის, არამედ გაფორმების მუზად. მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით შექმენით სპეციალური მენიუ. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს ყურადღებას მიმდინარე მოვლენებისადმი. შექმენით თქვენი კრეატიულობით რაიმე განსხვავებული, რითაც თავს დაამახსოვრებთ აუდიტორიას.

სიახლეები/ტრენდები

საუკეთესო სენდვიჩების მსოფლიო ტური

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

რჩევები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

6 რჩევა ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კვების სფეროში!

ნარჩენების შემცირება, პლასტმასის შემცირება, ახალი, სეზონური, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია… სამზარეულოში სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღების მრავალი ვარიანტი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით სამზარეულოში ენერგოეფექტურობის დანერგვაში.

ნახე სრულად »

ჩვენი რჩევები ნაღების ათქვეფის ხელოვნებასთან დაკავშირებით

ნაღები კულინარიასა და ცხობაში მთავარი ინგრედიენტია. გამოიყენება როგორც მარილიან, ასევე ტკბილ რეცეპტებში. შეიძლება იყოს თხევადი, სქელი, მსუბუქი ან ცხიმიანი, ათქვეფილი ან ასათქვეფი.

ამჯერად ვსაუბრობთ ათქვეფილ ნაღებზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თავისი მსუბუქი და გლუვი კონსისტენციით. ნაღების ათქვეფის ტექნიკა გულისხმობს ჰაერის დამატებას ნაღების საწყისი მოცულობის გასაზრდელად და უფრო ჰაეროვანი კრემის შესაქმნელად. გიზიარებთ რჩევებსა და ხრიკებს, რომ დაგეხმაროთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ათქვეფილი ნაღების გამოყენებით.

ნახე სრულად »

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდაში

რესტორნების სამყაროში კონკურენცია არ არის მარტივი. ყველა ცდილობს, მომხმარებლის შესაფერისი მრავალფეროვანი მომსახურება ჰქონდეს. აუცილებელია, შექმნა რაღაც ახალი, რითაც გაზრდი მომხმარებლის ლოიალობას. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

ნახე სრულად »