ბრეტონული შორთბრედი
ვაშლის პალეტი
ნეიტრალური სიდრის ტოპინგი
შანტილის ტკბილი სამყურა
ოპალინის სიდრი
მიქსერის გამოყენებით აურიეთ ფქვილი, ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“ კარაქი, შაქარი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააჩერეთ ცომი მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. გააბრტყელეთ 3 მმ. სისქეზე საბრტყელებლის გამოყენებით და დაჭერით 8 სმ. დიამეტრის წრეებად. გამოაცხვეთ შორთბრედი ცხიმწასმულ Silpain-ზე 8 სმ. დიამეტრის წრეებად 10 წუთის განმავლობაში 160° ტემპერატურაზე.
გაფრცქვენით და დაჭერით ვაშლი კუბიკებად. მსუბუქად მოშუშეთ კარაქში. ქვაბში მოამზადეთ კარამელი და შეურიეთ ცხელი სიდრი. დაუმატეთ ჟელატინი, ვაშლი და ხარშეთ, სანამ ვაშლის კუბიკები არ დარბილდება. ჩაასხით 7 სმ. დიამეტრის მრგვალ ფორმებში. გაყინეთ, შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან.
გააცხელეთ ყველა ინგრედიენტი.
ნაღები შაქართან ერთად აადუღეთ. დაუმატეთ ტკბილი სამყურა, დააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთი. გადაწურეთ. თბილ რძეს დაუმატეთ წყალში გაჟღენთილი ჟელატინი, ნაღების მეორე პარტია, ათქვიფეთ და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
ყველა ინგრედიენტით მოამზადეთ ღია ფერის კარამელი. გადაასხით Silpat-ის ზედაპირზე. გააგრილეთ და დააქუცმაცეთ. მოაყარეთ კარამელის ფხვნილი ცხიმწასმული Silpat-ის ფირფიტაზე. დაჭერით 5 სმ. დიამეტრის წრეებად. აცხვეთ ქვედა წვით ღუმელში 1 წუთის განმავლობაში 200°-ზე. შეინახეთ ტენიანობისგან დაცულ ადგილას.
ბრეტონულ შორთბრედზე მოათავსეთ წინასწარ მომინანქრებული ვაშლის ფენა. მოამზადეთ ნაღების კრემი. ცხელი კოვზით მიეცით ნაღებს ოვალური ფორმა და მოათავსეთ ვაშლის ფენაზე. ზემოდან დაადეთ სიდრის ოპალინი.
LACTALIS FOOD SERVICE SOLUTIONS GEORGIA გთავაზობთ რძის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს – უმაღლესი ხარისხის კულინარიულ ინგრედიენტებს გლობალური გამოცდილებით. Მოამზადეთ პროფესიონალურად LACTALIS FOOD SERVICE SOLUTIONS GEORGIA-სთან ერთად. გემო იქმნება ხარისხით!