მთავარი / Recipe / ტკბილი სამყურა შანტილი ტარტ ტატენი

ტკბილი სამყურა შანტილი ტარტ ტატენი

ინგრედიენტები

ბრეტონული შორთბრედი

  • 210 გ. ფქვილი
  • 150 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 150 გ. შაქარი
  • 10 გ. გამაფხვიერებელი
  • 310 გ. კვერცხის გული

 

ვაშლის პალეტი

  • 675 გ. ვაშლი
  • 45 გ. კარაქი ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 150 გ. შაქარი
  • 70 გ. მშრალი სიდრი
  • 3 ფურცელი ჟელატინი (200 ბლუმი)

 

 ნეიტრალური სიდრის ტოპინგი

  • 150 გ. მინანქარი
  • 50 გ. მშრალი სიდრი

 

შანტილის ტკბილი სამყურა

  • 30 გ. შაქარი
  • 165 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“
  • 5 გ. ტკბილი სამყურა
  • ჟელატინის 2.5 ფურცელი
  • 275 გ. 35%-იანი ნაღები ,,პრეზიდენტ პროფესიონალი“

 

ოპალინის სიდრი

  • 200 გ. შაქრის პუდრა
  • 80 გ. სიდრი
  • 20 გ. ნუგა

მომზადების ეტაპები:

 
 
01
ნაბიჯი 1
ბრეტონული შორთბრედი

მიქსერის გამოყენებით აურიეთ ფქვილი, ,,პრეზიდენტ პროფესიონალის“  კარაქი, შაქარი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააჩერეთ ცომი მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. გააბრტყელეთ 3 მმ. სისქეზე საბრტყელებლის გამოყენებით და დაჭერით 8 სმ. დიამეტრის წრეებად. გამოაცხვეთ შორთბრედი ცხიმწასმულ Silpain-ზე 8 სმ. დიამეტრის წრეებად 10 წუთის განმავლობაში 160° ტემპერატურაზე.

 
 
02
ნაბიჯი 2
ვაშლის პალეტი

გაფრცქვენით და დაჭერით ვაშლი კუბიკებად. მსუბუქად მოშუშეთ კარაქში. ქვაბში მოამზადეთ კარამელი და შეურიეთ ცხელი სიდრი. დაუმატეთ ჟელატინი, ვაშლი და ხარშეთ, სანამ ვაშლის კუბიკები არ დარბილდება. ჩაასხით 7 სმ. დიამეტრის მრგვალ ფორმებში. გაყინეთ, შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან.

 
 
03
ნაბიჯი 3
ნეიტრალური სიდრის ტოპინგი

გააცხელეთ ყველა ინგრედიენტი.

 
 
04
ნაბიჯი 4
შანტილის ტკბილი სამყურა

ნაღები შაქართან ერთად აადუღეთ. დაუმატეთ ტკბილი სამყურა, დააფარეთ  ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთი. გადაწურეთ. თბილ რძეს დაუმატეთ წყალში გაჟღენთილი ჟელატინი, ნაღების მეორე პარტია, ათქვიფეთ და შეინახეთ მაცივარში  მინიმუმ 12 საათით.

 
 
05
ნაბიჯი 5
ოპალინის სიდრი

ყველა ინგრედიენტით მოამზადეთ ღია ფერის კარამელი. გადაასხით Silpat-ის ზედაპირზე. გააგრილეთ და დააქუცმაცეთ. მოაყარეთ კარამელის ფხვნილი ცხიმწასმული Silpat-ის ფირფიტაზე. დაჭერით 5 სმ. დიამეტრის წრეებად. აცხვეთ ქვედა წვით ღუმელში 1 წუთის განმავლობაში 200°-ზე. შეინახეთ ტენიანობისგან დაცულ ადგილას.

 
 
06
ნაბიჯი 6
აწყობა

ბრეტონულ შორთბრედზე მოათავსეთ წინასწარ მომინანქრებული ვაშლის ფენა. მოამზადეთ ნაღების კრემი. ცხელი კოვზით მიეცით ნაღებს ოვალური ფორმა და მოათავსეთ ვაშლის ფენაზე. ზემოდან დაადეთ  სიდრის ოპალინი.